თაფლის სასწაულმომქედი თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი. მას უამრავ სამკურნალო, გამაჯანსაღებელ, გამაახალგაზრდავებელ თვისებას მიაწერენ. დედოფალი კლეოპატრა თაფლს სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად იყნებდა.
ბევრი ადამიანი თაფლის ნამდვილი მოყვარულია, მაგრამ უმრავლესობას ის მხოლოდ ავადმყოფობის დროს ახსენდება. ძველი ბერძნები თაფლს ჯადოსნურ ელექსირს უწოდებდნენ, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს. თუ ყოველდღიურად სამ კოვზ თაფლს მიირთმევთ, არამარტო იმუნიტეტს გაიმაგრებთ, არამედ სილამაზესა და ახალგაზრდობას შეინარჩუნებთ და ჭარბი წონისგანაც გათავისუფლდებით.
ჯანმრთელობისთვის არცთუ დიდი ხნის წინ დიეტოლოგები გახდომის მოსურნეებს თაფლის მიღებას უკრძალავდნენ. დღეს კი პირიქითაა, თაფლის სპეციალურ დიეტებსაც კი ნიშნავენ. ექიმები ამტკიცებენ, რომ თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და ბევრი პროდუქტის შემცვლელიცაა. ის ხომ თავისი შემადგენლობით უზარმაზარი "საწყობია", სადაც თავმოყრილია ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები და სხვადასხვა მჟავა. თაფლი ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ და, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დაავადების გამომწვე ბაქტერიებს ანადგურებს.
სილამაზისთვის ხალხური მედიცინის თანახმად, თუ 1 ჩაის კოვზ თაფლს 1 კვერცხთან ერთად გათქვეფთ და ამ სახით ნიღაბს გაიკეთებთ, კანს აუცილებელი მიკროელემენტებით მოვამარაგებთ. თაფლი ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც უკვე გაჩენილ ნაოჭებს ასწორებს და ახლის წარმოქმნას ხელს უშლის.
ინგლისელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტით თაფლი 25%-ით უფრო კარგია, ვიდრე სხვა კოსმეტიკური საშუალებები. მის ბაზაზე დამზადებული ნიღბები კვებავს და ათეთრებს სახის კანს, აქრობს გამონაყარს. ხახვისა და თაფლის ნარევი უძველესი დროიდან თმების გასამაგრებლად გამოიყენებოდა. თუ მამაკაცი სახის გაპარსვის შემდეგ დისკომფორტს განიცდის, რეკომენდებულია, კანი თაფლით დაიმუშაოს, რადგან ის სიხლდენას აჩერებს, აძლიერებს რეგენერაციის პროცესს და კანს არბილებს.
ხანდახან თავი თაფლის აბაზანით გაინებივრეთ. ერთი ასეთი აბაზანისთვის 250გრ თაფლი დაგჭირდებათ. გახსენით ის თბილ წყალში, ჩაუშვით აბაზანაში და 15 წუთით ჩაწექით. ეს პროცედურა არაჩვეულებრივად ამაღლებს საერთო ტონუსს.
ბოლოს კი გთავაზობთ ბებიების რეცეპტებს: ნიღაბი მშრალი და მოშვებული კანისთვის აიღეთ თანაბარი როდენობით მრავალძარღვას, პიტნის, ჭინჭრისა და სალბის ფოთლები. დააქუცმაცეთ და მათ ნარევს 2 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი ან ყურძნის წვენი დაასხით, შემდეგ კი 50გრ თაფლი შეურიეთ. მიღებული მასა 15 წუთით სახეზე დაიდეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მადეზინფექცირებელი ნიღაბი წყლის აბაზანაზე 100გრ თაფლი ოდნავ შეათბეთ, დაუმატეთ 25გრ სპირტი და 25გრ წყალი. კარგად აურიეთ და სახეზე დაიდეთ. გაიჩერეთ 20-25 წუთი და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
აქერცვლადი კანისთვის 1 კვერცხის გულს 0,5 ჩაის კოვზი თაფლი, 3-4 წვეთი მცენარეული ზეთი, 1 წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი დაუმატეთ. ნარევი მიქსერით ათქვიფეთ. ნიღაბი არამარტო წმენდს, არამედ კვებავს და ანოტივებს კიდეც კანს.
"ახალგაზრდული" 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი თაფლი ერთმანეთს შეურიეთ. ნიღაბი რეკომენდებულია მშრალი და ნორმალური კანისთვის. არაჩვეულებრივია ნაადრევი ნაოჭების პროფილაქტიკისთვისაც.
თაფლის ნიღაბი არაჟნით 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი თაფლი ერთმანეთს შეურიეთ. მასა ბამბის ტამპონით სახეზე და ყელის მიდამოებში წაისვით. როცა პირველი ფენა გაშრება, ზემოდან მეორე ფენა გადაისვით, შემდეგ - მესამე. 20-25 წუთის შემდეგ სველი ტამპონით ჩამოიწმინდეთ. რეკომენდებულია ნორმალური და მშრალი კანისათვის.
თაფლის ნიღაბი ჩაით 2 სუფრის კოვზი თაფლი 1 სუფრის კოვზ ჩაის მაგარ ნაყენს შეურიეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი, მცირე რაოდენობით - წყალი და ცოტა ხნით ორთქლის აბაზანაზე გააჩერეთ. მიღებული მასა 20 წუთით სახეზე დაიდეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი სასარგებლოა ნაოჭებიანი კანისთვის.