თაფლის ათი საიდუმლო
საჭირო არ არის თაფლის ჩასხმა ძალიან ცხელ ჩაიში, როგორც ხშირად იქცევიან გაცივებისას.40°С-ზე მეტად გაცხელებული თაფლი კარგავს თავისი თვისებების უმეტესობას. ნაწილობრივად იშლება ასევე მასში არსეული ვიტამინები, ანტიბაქტერიული ნივთიერებები. გარდა ამისა, თაფლიანი ცხელი ჩაი იწვევს აქტიურ ოფლდენას და გულისფრიალს, რაც არ არის კარგი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისათვის.
თაფლი გვეხმარება კუჭის წვენის მჟავიანობის ნორმალიზებაშიიგი დაქვეითებულ მჟავიანობას მაღლა წევს, ხოლო მომატებულს აქვეითებს. დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების დროს უმჯობესია მივიღოთ ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში გახსნილი ერთი სუფრის კოვზი თაფლი ჭამის წინ, ხოლო მომატებული მჟავიანობის დროს, უმჯობესია, ასეთივე წესით გახსნილი თაფლის მიღება ჭამამდე ერთნახევარი-ორი საათით ადრე.
მიუხედავად მაღალი კალორიულობისა, თაფლი ხელს უწყობს გახდომას.თუ ჭამის წინ მიიღებთ ნახევარ ჭიქა წყალში გახსნილ ერთ ჩაის კოვზ თაფლს, მოიმატებს სისხლში შაქრის დონე, ეს გამოიწვევს მადის დაქვეითებას. საბოლოო ჯამში, საკვების მიღებასაც ენთუზიაზმით აღარ შეუდგებით
თაფლი კარგი დამხმარე საშუალებაა ანემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.მაგრამ ყველა სახის თაფლი როდი ზრდის ჰემოგლობინის დონეს. ამ მიზნით ყველაზე საუკეთესოა მუქი ფერის თაფლის ჯიშები, მაგ. წიწიბურას თაფლი. მასში რკინის შემცველობა 5-ჯერ მეტია, ვიდრე ღია ფერის თაფლში.
თაფლს აქვს დამამშვიდებელი და საძილე მოქმედება. თუ თაფლით დავატკბობთ ერთ ჭიქა თბილ წყალს ან რძეს და დავლევთ ძილის წინ, ძილი უფრო ადრე გვესტუმრება და იგი უშფოთველი იქნება. უძილობის წინააღმდეგ და ამავე დროს გაცივების პროფილაქტიკისათვის კარგია თაფლიან-წიწვოვანი აბაზანები. აბაზანაში უნდა ჩავუშვათ ნაძვის წიწვით სავსე პარკი და დავუმატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა თაფლი. აბაზანა უნდა მივიღოთ 20 წთ-ის განმავლობაში.
თაფლი რატომღაც, ითვლება კარიესის გამომწვევად, მაგრამ ეს ასე არ არის.ზოგიერთი სპეციალისტის მტკიცებით, თაფლი უფრო ცუდად მოქმედებს კბილებზე, ვიდრე შაქარი, ვინაიდან ის დიდხანს რჩება კბილებზე. ამიტომაც მისი მირთმევის შემდეგ მალევე გამოივლეთ წყალი პირის ღრუში.
უმჯობესია, თაფლი არ მივცეთ ორ წლამდე ასაკის ბავშვებს.იგი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიების სპორებს, რაც არ არის უსაფრთხო პატარებისათვის. უფრო მაღალი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების საჭმლის მომნელებელი სისტემას უკვე აქვს დაავადებების ამ გამომწვევების ნეიტრალიზების უნარი.
ზოგიერთ მოზრდილს შეიძლება თაფლი არ მოუხდეს.მაგ.მათ, ვინც დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით ან თაფლზე აქვს ალერგიული რეაქცია, რაც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახით - კანზე გამონაყრით და ქავილით, შეშუპებით ან პირღებინებით